ქეცბაიას ნაკრებიდან კიდევ ერთი ლიდერი მიჰყავს

22-01-2021, 21:42

შესაძლოა, ქართველი სპეციალისტისა და ლეგიონერების "ანორთოსისში" საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ითამაშოს.

როგორც კვიპროსული მედია იუწყება, საუბარია ვაკო გვილიას ტრანსფერზე, რომელიც ამ ეტაპზე ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია.

წყაროს ინფორმაციით, თემურ ქეცბაია აღნიშნული საკითხის შესახებ მუშაობას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ამჟამად ექვსი ქართველია: - მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, რომელსაც ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით