ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

22-01-2021, 23:04

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

კვარამ "პარტიზანის" წინააღმადეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა.

56-ე წუთზე იგი გამოცვალეს, რადგან ფეხი იტკინა და შეცვლა თავად მოითხოვა.

საბედნიეროდ, ხვიჩას სერიოზული არაფერი სჭირს. ამის შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"საკონტროლო შეხვედრებში ყველა მოთამაშის შეცვლა წინასწარ დავგეგმე. კვარაცხელიას შეცვლა უფრო მოგვიანებით მსურდა, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო და შეცვლა დაგეგმილზე ათი წუთით ადრე მოითხოვა", - ამბობს სლუცკი.

თურქულ შეკრებაზე "რუბინი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს რუსეთის პრემიერლიგის „სოჭისთან“ გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით