კილიან მბაპე: "ამ კლუბთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ"

23-01-2021, 12:20

უამრავი გრანდის ერთ-ერთმა მთავარმა სამიზნემ კილიან მბაპემ, საკუთარ მომავალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„ჩემი კონტრაქტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც დიდი ხანი მომიწევს ფიქრი. არ მინდა, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივო და 1 სეზონის შემდეგ გუნდის დატოვება გადაწყვიტო- თუ ახალი ხელშეკრულება დავდე, მე ვრჩები.

კლუბთან უშუალო მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუ დარჩენა გადავწყვიტე, ეს ნიშნავს, რომ პარიზში ხანგრძლივი პერიოდით ვითამაშებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველთვის ვიყავი- კლუბი და ფანები ძალიან კარგები არიან.

პარიზელებთან ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მათ ყველაფერი მომცეს, თუმცა ახლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. ვფიქრობ, ჩემს პასუხს მალე გაიგებთ, თუმცა ამ მომენტში ძალიან ღრმად ვფიქრობ."-განაცხადა მბაპემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით