“საარსებო წყარო არ გაგვაჩნია”. - ლეგენდარული “დინამოს” ფეხბურთელები დახმარებას ითხოვენ

23-01-2021, 21:38

თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის წარმომადგენლები, გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე დახმარებას ითხოვენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, სადაც 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები საკუთარ პრობლემებს აღწერენ და დახმარებას ითხოვენ.

"საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები."

"ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონერები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით."

"ძალიან გაგვიჭირდა. გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის."

მიმღები: გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028" - წერია განცხადებაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით