ახალი, საინტერესო გარემოება - ვის ადანაშაულებენ მარადონას სიკვდილში

23-01-2021, 21:49

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, 60 წლის ფეხბურთელის სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად პირადი ექიმის გაუფრთხილებლობა სახელდებოდა. ახლა კი მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა.

კერძოდ, არგენტინული სასამართლოს ინფორმაციით, ლუკე ლეოპოლდს ბრალი ედება ყალბი ხელმოწერის შედგენაში იმ მთავარ დოკუმენტებზე, რომლებიც მარადონას აღდგენით კურსს ეხებოდა. ამით მან წვდომა მიიღო პაციენტის ჯანმრთელობის ჩანაწერებზე, რაც წესით კონფიდენციალურია.

ჯერ-ჯერობით საბოლოო დასკვნა არ არის გამოქვეყნებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით