"რუბინის" ექს-დამრიგებელი: "ხვიჩა რუსეთში საუკეთესო მოთამაშეა"

24-01-2021, 13:39

ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიიმ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ქართველი რუსულ პრემიერლიგაში არაჩვეულებრივად ასპარეზობს. მან თავი არაერთხელ გამოიჩინა, მათ შორის, გუშინ, "სოჩთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ მეტოქე თითქმის მარტომ დაამარცხა - დუბლი გაიფორმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

"კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა. მისი ყურება სასიამოვნოა. როდესაც ის არ თამაშობს, "რუბინი" სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მას მცველები მისდევენ, ხელებით იჭერენ და ის მაინც გარბის. აი ასეთი მოთამაშეების გაზრდაც გვჭირდება", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.

კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მხარეებმა გააფორმეს გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც 2024 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სამჯერ პენალტი მოიპოვა, ოთხჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო დეკემბერში ჩემპიონატის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით