უახლესი ცნობები ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

24-01-2021, 14:09

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 ნომერი 12 ნოემბერს გამართულ გადამწყვეტ მატჩში დაშავდა და ამის მიუხედავად ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაგრძო. 

კვიპროსში დაბრუნებისას თორნიკეს MRI სკანირება გაიარა, სადაც მარჯვენა მუხლის არეში მოტეხილობა და ძლიერი შეშუპება გამოჩნდა. პირველი ცნობებით, ოქრიაშვილი ოთხი კვირა დაისვენებდა. "აპოლონთან" მატჩამდე, ფეხბურთელმა შეძლო ჩვეული დატვირთვით ვარჯიში და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განაცხადში იყო, ის დისკომფორტს უჩიოდა და არ ითამაშა.

შემდეგმა გამოკვლევებმა აჩვენა, ტრავმა დიდწილად შეხორცდა და მისი გუნდში დაბრუნების დრო ახლოვდება.

როგორც "ანართოსისის" ოფიციალურ განცხადებაშ ვკითხულობთ, თორნიკე ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მოედანზე დაბრუნების თარიღად კი მაქსიმუმ 2 კვირა სახელდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით