კლოპი: "კლუბის ხელმძღვანელობამ უარით გამომისტუმრა"

24-01-2021, 14:43

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მედიის წარმომადგენლებთან კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ფაქტია, რომ კლუბს ახალი ცენტრალური მცველი ესაჭიროება, მაგრამ მითხრეს, რომ მას ვერ მივიღებ და ამის გამო ტირილს ნამდვილად არ ვაპირებ".

"სამწუხაროდ, მე მხოლოდ რეკომენდაციებს გავცემ და ფულის დახარჯვა არ შემიძლია. კლუბის ხელმძღვანელობამ კი უარით გამომისტუმრა. ისნი შემადგენლობის გაძლიერებას არ აპირებენ", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერლიგის მეხუთე ტურში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

სეზონის მსვლელობისას, "ლივერპულმა" ასევე დაკარგა დაცვის ხაზის მთელი რიგი მოთამაშეები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით