ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმმად, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება მთავარი მწრთვნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის განთავისუფლების შესახებ. ფრანგის სპეციალისტის წასვლის შემდეგ, გუნდს სათავეში ჩაუდგება კიდევ ერთი ლეგენდა – რაული.
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, სპეციალისტის წასვლის შემდეგ, გუნდს სათავეში კიდევ ერთი ლეგენდა რაული ჩაუდგება.
წყაროს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა განიხილავდა ორ ვარიანტს, რომელთგან ერთ-ერთი თავისთავად ამოვარდა დღის წესრიგიდან, რადგან მაურიციო პოჩეტინომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩაიბარა. შესაბამისად, "რეალი" აქცენტს რაულზე აკეთებს, რომელიც კლუბის სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს.
43 წლის რაული 2019 წლის მაისიდან წვრთნის "რეალის" სარეზერვო გუნდს - "კასტილიას" წრთვნის.