თბილისში კიდევ ორი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება

25-01-2021, 15:37

საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა თბილისში კიდევ ორი ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაც დააანონსა.

"როგორც იცით, შარშან აკადემიები გვიმბალაურში და ფოთში გავხსენით, წელს წინსაწარ დათქმულ ვადაში ამუშავდება აკადემია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში".

"თბილისში, ვარკეთილის და გლდანის საფეხბურთო ცენტრების შემდეგ, ამოქმედება ვაკის ცენტრი, ხოლო მალე მშენებლობებს დიდ დიღომსა და ნუცუბიძის პლატოზეც დავიწყებთ".

"აქამდე ფიფა-სთან და უეფა-სთან განხორციელებულმა პროექტებმა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწონება დაიმსახურა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას ამ პროექტებშიც გაგვიწევენ. იმედია, პანდემიის პირობებში მშენებლობები არ გაჭიანურდება და თბილისში 5 საფეხბურთო ცენტრი გვექნება", - განაცხადა მუჯირმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით