"დინამოს" დირექტორი: "ქართველმა გულშემატკივარმა ეს უნდა გააკეთოს”

25-01-2021, 19:33

თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" კლუბის გარშემო არსებულ რამდენიმე საკითხს შეეხო.

"ჩისკოსთან კონტაქტი დღესაც გვაქვს და ჩვენც ისევე ვგულშემატკივრობთ მის წარმატებას, როგორც ის ჩვენსას. ჩისკო ნამდვილი დინამოელია, ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელი შეშლა არ შეიძლებოდა. თუმცა სამწუხაროა, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო".

"ცუდი ფაქტია, რომ როცა "უოტფორდის" ფეისბუქზე დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება".

"ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით