ძალიან სამწუხარო იფორმაცია ქართული ჭიდაობის ოჯახში

25-01-2021, 20:19

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სამწუხარო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 75 წლის ასაკში ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა.

ის გახლდათ გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.

"ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა.

გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მსოფლიო დონის სპეციალისტი, რომელმაც ქვეყანას აღუზარდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. მათ შორის, საქართველოს ამჟამინდელი ნაკრების წევრები: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.

ნუგზარ სხირელი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი. მისი გარდაცვალებით ქართულ საჭიდაო სამყაროში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახის წევრებს, ახლობლებს მთლიანად ქართულ სპორტულ სამყაროს", - ვითხულობთ განცხადებაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით