კვარაცხელია "რუბინმა" დაასაჩუქრა

25-01-2021, 20:43

ყაზანის "რუბინმა" თურქეთში შუასასეზონო პირველი შეკრების დასრულების შემდეგ ვარჯიშის გამორჩეული მოთამაშეები პრემიებით დაასაჩუქრა.

რაღა თქმა უნდა დასაჩუქრებულთა შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც თავი არაერთხელ გამოიჩინა.

ხვიჩა თანაგუნდელ ლია სამოშნიკოვთან ერთად მესმე ადგილზე გავიდა და 300 ევრო დაიმსახურა. მეორეადგილოსანმა სერბმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა 700 ევრო მიიღო, ხოლო პირველ ადგილზე 1000 ევროთი კარლ სტარფელტი დასაჩუქრდა.

აღნიშნული იდეა გუნდის მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის შემოღებულია და მან ფეხბურთელებს კონვერტით სასაჩუქრე თანხები პირადად გადასცა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით