"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა ლონდონის "ჩელსის" ყოფილ თავკაცზე, ფრენკ ლამპარდზე საუბრობს:
"თანამედროვე ფეხბურთის სამყარო საკმაოდ ცივსისხლიანია, რა თქმა უნდა თამაშის სტილი, ტაქტიკა და პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც შედეგი ფასობს."
"ეს როგორც ლამპარდის მსგავსს ახალგაზრდა მწვრთნელებს, ისე გამოცდილ თავკაცებს ეხებათ."
შეგახსენებთ, რომ ლამპარდის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად, გერმანელი თომას ტუხელი მოიაზრება.