ლამპარდი "ჩელსის" ფეხბურთელებს ჯერაც არ გამომშვიდობებია !

26-01-2021, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა კლუბი გაბრაზებულმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი სპეციალისტი არც მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს და არც ფეხბურთელებს არ გამომშვიდობებია და ბოლო 1 დღის განმავლობაში მათთან კონტაქტიც არ ჰქონია.

ცნობების მიხედვით, ლამპარდი მხოლოდ "არისტოკრატთა" რუს მფლობელს, რომან აბრამოვიჩს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავკაცის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად, გერმანელი თომას ტუხელი მოიაზრება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით