კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

26-01-2021, 17:37

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახვარმცველი, ნიკა კვევკვეკირი კარიერას უნგრულ "ჰონვედში" გააგრძელებს.

"ჰონვედი" ყველაზე ცნობილი უნგრული კლუბია, რომლის ღირსებასაც უნგრული ფეხბურთის ლეგენდები, ფერენც პუშკაში, სანდორ კოშიჩი, დიულა გროშიჩი, ზოლტან ციბორი, ლასლო ბუდაი და დიულა ლორანტი იცავდნენ.

თავად კლუბი ჯერ ჯერობით 28 წლის ქართველის ტრანსფერს არ ადასტურებს, რადგან მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ და ამ ეტაპზე ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

შეგახსენებთ, ნიკა ბოლოს ყაზახეთის პრემიერლიგის კოსტანაის "ტობოლში" თამაშობდა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით