როგორც "ლელო" იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების სათავეში ჩადგომა კახა კალაძისა და გიორგი დემეტრაძის ყოფილ თანაგუნდელს შესთავაზა.
46 წლის უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი, კალაძესა და დემეტრაძესთან ერთად კიევის "დინამოში" გამოდიოდა. ამჟამად კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს, ლაშა დვალს წრთვნის ბუდაპეშტის "ფერენცვაროში".
როგორც ირკვევა, რებროვმა ფეხბურთის ფედერაციას თავაზიანი უარი უთხრა "ჯვაროსნების" გაწვრთნაზე.
ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.