"La Republica"-მ გამოაქვეყნა ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის დეტალები, რომელიც ფეხბურთის ყველა ქომაგს უნდა აინტერესებდეს:
დაწყების სავარაუდო თარიღი: 2022/23 წლების სეზონი
სუპერლიგის მუდმივი წევრები
ესპანეთი: ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო
ინგლისი: მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი
იტალია: იუვენტუსი, ინტერი, მილანი
გერმანია: ბაიერნი, ბორუსია დორტმუნდი
საფრანგეთი: პსჟ
+5 დროებითი წევრი
ფორმატი: ორი ჯგუფი 10-10 გუნდით
ჯგუფების პირველი ოთხი ადგილის მფლობელები ფლეიოფში გავლენ და ერთმანეთს ეთამაშებიან.
შემოსავალი: თითოელ კლუბს გარანტირებული 350 მილიონი ევრო
უეფას და ფიფას პოზიცია: ორივე ორგანიზაცია ამ ტურნირის კატეგორიული წინააღმდეგია.
მათ ახლახანს გამოაცხადეს, რომ სუპერლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე არ დაუშვებენ.
გარდა ამისა, უეფა თავადაც აპირებს ჩემპიონთა ლიგის მოდიფიცირებას, სადაც თითოეულ გუნდს მინიმუმ 10 მატჩის გამართვა მოუწევს და ეს ფორმატი 2024-2027 წლებში იქნება აქტიური.
-
|
-
|