როგორ დაისჯებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ

29-01-2021, 22:04

მილანურ დერბიში მომხდარი დაპირისპირების გამო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ დაისჯებიან.

როგორც გადაწყდა, კონფლიქტის მონაწილეებს ერთ მატჩიანი ბანი დაედოთ, რომელიც მხოლოდ იტალიის თასის თამაშებზე ვრცელდება. შედეგად, ლუკაკუ "იუვენტუსთან" გასამართ ნახევარფინალს გამოტოვებს.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩის, ფედერალური ბრალმდებელი დისკრიმინაციის შესახებ ძიებას განაგრძობს.

როგორც Sky Sport-ი იტყობინება, პროკურორს ჯერ არ მიუღია მსაჯისაგან ანგარიში, რომელიც ზუსტ დიალოგს შეიცავს. ამიტომ, საქმე ჯერ არ გადაწყვეტილა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით