კარერა: "სერია ა-ს ფავორიტი ეს კლუბია"

30-01-2021, 16:19

ცობილმა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა და მენეჯერმა, მასიმო კარერამ, სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა.

კარერა 1991-1996 წლებში "იუვენტუსის" შემადგენლობაში თამაშობდა, მოგვიანებით ამავე კლუბის ახალგაზდულ გუნდს ავარჯიშებდა, ამჟამად კი ბერძნულ "აეკს" წრთვნის.

"ცოტა ხნის წინ ფავორიტად აუცილებლად "მილანს" დავასახელებდი. მიუხედავად სირთულეებისა და დანაკლისისა ეს გუნდი ყველაზე სტაბილურად გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ რაღაცები შეიცვალა".

"როსონერი" გაძლიერდა და მჯერა, რომ მანჯუკიჩი დიდ ძალას შემატებს პიოლის გუნდს. როგორც იბრა, ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს".

"იუვენტუსს" დიდი შემადგენლობა ჰყავს და ტურიდან ტურში ვითარდება, ეს კი პირლოს დამსახურებაა. მაგრამ ვფიქრობ, გაზაფხულზე უპირატესობას "ინტერი" მოიპოვებს. კონტე ფავორიტია", - კარერას სიტყვებს Tuttosport-ი ციტირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით