მოურინიო: "ტუხელს მაღალი დონის ფეხბურთელებთან თამაშის გამოცდილება აქვს"

4-02-2021, 12:59

თბილისის დროით 00:00 საათზე ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ პრესასთან ტომას ტუხელის გარდა, კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა:

"ჩელსი" "ჩელსია". მათ შეიცვალეს მწვრთნელი, მაგრამ არ შეუცვლიათ ფეხბურთელები და შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდს კვლავაც დიდი პოტენციალი აქვთ.

მათ ჰყავდათ ფრენკი, რომელიც საკუთარ საქმეს კარგად უძღვებოდა, მაგრამ ახლა მწვრთნელი შეიცვალა და "არისტოკრატებს" სათავეში ასევე კარგი სპეციალისტი, ტომას ტუხელი ჩაუდგა.

ტომასი მოვიდა იმ ჩემპიონატიდან, რომელიც პრემიერ ლიგას ვერც კი შეედრება, მაგრამ მას აქვს მაღალი კალიბრის ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი აზრით, გერმანელი "ჩელსის" ძალიან კარგად მოერგება".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით