მილანური დერბის წინ სან-სიროს გარეთ სანახაობრივი ფრესკა გამოჩნდა (ფოტო)

15-02-2021, 10:32

მილანური დერბის წინ სან-სიროს გარეთ სანახაობრივი ფრესკა გამოჩნდა, რომელზეც რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეტაკებაა აღბეჭდილი.

კედელზე ნახატი ვალენტინობის დღეს გამოჩნდა და მასწე წერია:

"სახე სახის წინ, გული გულის წინ".

როგორც იცით, შვედ ფორვარდსა და ლუკაკუს შორის კონფლიქტი კოპა იტალიას მეოთხედფინალში მოხდა. დაპირისპირების მონაწილეები თოთო მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის საქმეს, რასიზმის გამოვლენის შესახებ, ფედერალური ბრალმდბელი იძიებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით