სანიოლი: "აბაზანაში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე"

17-02-2021, 21:05

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი გახდა.

ვილის შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და წლების მანძილზე იცავდა როგორც "ბაიერნის", ისევე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას.

აღსანიშნავია, რომ ვილი 2 წლის მანძილზე არ ელაპარაკებოდა "რეალის" ამჟამინდელ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, ყველაფერი 2006 წლის ფინალს უკავშირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ზიდანმა ნაკრები დააღალატა და წითელი ბარათი მიიღო, თუმცა მან გასახდელში ბოდიში მოიხადა. ეს ბოდიში ვილი სანიოლიმ არ მიიღო.

"ზიდანმა ბოდიში მოიხადა, თუმცა მასთან საუბარი არ მსურდა. აბაზანაში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. მას შემდეგ, 2 წლის მანძილზე ზიდანთან არ მისაუბრია", - განაცხადა სანიოლიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით