სად გადავა კვარაცხელია - "რუბინში" საინტერესო განცხადება გააკეთეს

17-02-2021, 22:12

"რუბინის" მარცხენა მცველმა ილია სამოშნიკოვმა მედიის წარმომადგენლებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელია და მალე ევროპაში ვიხილავთ. მისი ფენომენის ახსნა რთულია, პირველ ვარჯიშზე არ ვიცოდი ვინ იყო და მისით გაოცებული დავრჩი. ხვიჩა ძალიან სწრაფია, სისწრაფეზე ბურთს კარგად აკონტროლებს. მუდმივად ვითარდება, ზედა ზღვარი არ გააჩნია".

"კვარას შეიძლება მცირე ჩავარდნები ჰქონდეს, მაგრამ ეს ნორმალურია. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია, რადგან არაპროგნიზირებადია. ორივე ფეხით თამაშობს. შეუძლია რაღაც ფინტი გააკეთოს, ბურთი ფეხებს შუა გაუტაროს, ტექნიკურად ძალიან ძლიერია".

"ხვიჩას შეზღყდვა არ შეიძლება. ბურთის დაკარგვის შემდეგ ის ყველა სიტუაციაში უკან ბრუნდება და დაცვაში მუშაობს, პარტნიორებს ეხმარება, ორთაბრძოლებში ერთვება. გუნდის მხრიდან მის მიმართ ნეგატივი ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა სამოშნიკოვმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით