სლუცკი: " მესხს ერთი ფინტი ჰქონდა"

17-02-2021, 22:24

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საინტერესო კითხვაზე უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მიშა მესხიც ახსენა.

სლუცკის სთხოვეს დაესახელებინა 5 საუკეთესო ფეხბურთელი ფინტებისა და დრიბლინგის კუთხით, ვისთანაც შეხება ჰქონია.

"ესენი არიან ედეგორი, კვარაცხელია, დუმბია, მაკაროვი და ერიომენკო".

"ერიომენკო უკანასკნელი ფინტებს განსაკუთრებით სწავლობდა, მამამისი ხომ ამაზე სპეციალიზდებოდა. თუკი მიხეილ მესხს ერთი ფინტი ჰქონდა, რომანმა 10-მდე საგვარეულო ფინტი იცოდა. თუ კონკრეტულად მაკაროვსა და ხვიჩაზე ვისაუბრებთ, მათ ყველაზე უჩვეულო და ეფექტური დრიბლინგი გააჩნიათ", - განაცხადა სლუცკიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით