პიოლი: "კარგი სათამაშო ფორმა უნდა დავიბრუნოთ"

19-02-2021, 15:49

როგორც იცით, ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში "მილანი" "ცვერნა ზვეზდას" ესტუმრა და 10 კაცით დარჩენილ მეტოქეს, ანგარიშით 2:2, დაუზავდა.

შეხვედრის შემდეგ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:

"სახლში იმ გამარჯვების გარეშე ვბრუნდებით, რომელიც უნდა დაგვემსახურებინა".

"როდესაც "ცვერნა ზვევდას" 10 კაციან შემადგენლობას ეთამაშები, უფრო მეტის გაკეთება გმართებს და ამდენი თავისუფალი სივრცე არ უნდა დაუტოვო. სწორი მიდგომით ვთამაშობდით და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით, მაგრამ სიტუაციით მაქსიმალურად ვერ ვისარგებლეთ".

"ჩვნენ მეამე გოლზე ვფიქრობდით, მაგრამ არ დაგვიშვია, რომ მეტოქე გათანაბრებას შეძლებდა. შინ ფრედ დასრულებული მატჩით ვბრუნდებით, რაც არც ისე ცუდი შედეგია პირველი შეხვედრისთვის".

"ჩვენი თამაშები უკეთ უნდა გავაანალიზოთ და სანახაობა გავაუმჯობესოთ. სეზონის უმნიშვნელოვანეს მომენტში ვართ და შეგვიძლია ყველაფერი უკეთ გავაკეთოთ".

"კარგი სათამაშო ფორმა უნდა დავიბრუნოთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ დღეს პრობლემა ეს იყო. წავაგეთ იმიტომ, რომ მოედანზე არ გვყავდა ის, ვინც მესამე გოლის გატანას შეძლებდა", - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით