"გეტის" მწრთვნელი: "ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე გადაჭარბებული მღელვარება იყო"

19-02-2021, 22:41

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰეზებროკიმ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობასა და ქართველის გარემოცვაზე ილაპარაკა.

"სავარაუდოდ, მალე მოედანს დაუბრუნდებიან ვადის ოჯიჯი, ტარიქ ტისუდალი და გიორგი ჩაკვეტაძე და ალბათ, მათ მალე თამაშის საშუალებაც ექნებათ".

"გიორგი დიდი ხანი აღარ თამაშობდა, რასაც ფეხბურთელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველი მატჩის შემდეგ მას არანაირი უარყოფითი გამოვლინებები არ აწუხებს და იმედი გვაქვს, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში საქმეში ვნახავთ". აცხადებს ჰაინ ვანჰეზებროკი.

"ქართველის გამო მღელვარება მედიაშიც იყო და ჩაკვეტაძის გარემოცვაც ამბავს ძალიან აზვიადებდა. ყველა ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვიდან მოდიოდა. მაგრამ ჩვენ წესრიგში მოვიყვანეთ", - აცხადებს ჰაინ ვანჰეზებროკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით