"ანორთოსისისთვის" ოქრიაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა

19-02-2021, 23:13

თორნიკე ოქრიაშვილი 3 თვის შემდეგ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში გასვლაზე "ენოსისთან" მატჩის მთავარი გმირი გახდა - 28 წლის ქართველმა დუბლი შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოუპოვა.

რა თქმა უნდა კვიპროსულმა მედიამ აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა: 

"არ არის საჭირო იმის ანალიზი, თუ "ანორთოსისისთვის" თორნიკე ოქრიაშვილი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი არყოფნა აშკარად ჩანდა, როდესაც იგი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა".

"რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში ოქრიაშვილის ასეთი დაბრუნებით (ქვილითაიასთან ერთად) "ანორთოსისი" დიდ იმპულსს იძენს და თუ გუნდი ასე თამაშს გააგრძელებს, საშუალება მიეცემა, წამყვანი პოზიციები დაიკავოს და ლიდერებთან ჩამორჩენა გააბათილოს", - წერს გამოცემა Sigmalive.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით