ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფი დააკომპლექტა, მისი ქართველი ასისტენტი კი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.
სანიოლის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი სპეციალისტი დაეხმარება - ადელ შედლი.
მეკარეების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე დავით გვარამაძე იქნება, რომელიც წლებია ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში მუშაობს.
სანიოლის შტაბში ანალიტიკოსიც ქართველი იქნება - ირაკლი ჩიტაური, რომელიც აქ ვლადიმირ ვაისის დროსაც საქმიანობდა და ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი ქართველი სპეციალისტია.