კონტე: "სხვა მატჩები უფრო მაღელვებს"

22-02-2021, 19:39

გუშინ გამართულ მილანურ დერბიში "ინტერმა" 3 ბურთიანი სხვაობით იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა 4 ქულით გაიმტარა.

მატჩიშ შემდეგ ანტონიო კონტემ მედიის წარმომადგენლებთან ისუაბრა:

"შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო უმაღლესი დონის დერბი. ფეხბურთელები მართლაც კარგად მოქმედებდნენ. ვაგრძელებთ იმ გზას, რომელზეც წელიწადნახევრის წინ დავდექით".

"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით "ჯენოასთან" და "პარმასთან" გასამართი მატჩები უფრო მაღელვებს. საკმაოდ მძიმე თამაშები იქნება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად გავაკეთეთ თვისობრივი ნახტომი და შეგვიძლია გათამაშების დასრულებამდე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება", - განაცხადა კონტემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით