"სიტიმ" დე ბრუინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

22-02-2021, 19:14

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის შენარჩუნებას აპირებს.

წყაროს ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელზე ყველა წინადადება უარყო.

"სიტის" ხელმძღვანელობა არანაირ თანხად არ გაუშვებს ბელგიელს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მასთან კონტრაქტი გააგრძელოს.

დე ბრუინის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში იწურება.

მიმდინარე სეზონზე ფეხბურთელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით