დონარუმა ინგლისურ გრანდს მოელაპარაკა

22-02-2021, 21:22

ჯანლუიჯი დონარუმას "მილანთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, წამყვანი ევროპული კლუბები კი სიტუაციას აკვირდებიან და იტალიელი მეკარის დამატების სურვილს გამოთქვამენ.

გამოცემა Todofichajes-ს ინფორმაციით, 22 წლის მეკარე მზად არის პრემიერლიგაში გასამგზავრებლად. გარიგება გადასვლაზე უკვე დასრულებულია.

აღნიშნავენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება გაუშვას დავიდ დე ხეა ან დინ ჰენდერსონი, რათა დონარუმა გუნდის ძირითადი მეკარე გახდეს.

ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 22 მატჩში 25 ბურთი გაუშვა, რვა შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით