როგორც ჩანს, კიევის "დინამოს" ამომავალი ვარსკვლავი, გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
უკრაინელი ჟურნალისტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
"უკრაინული ფეხბურთისთვის ცუდი ინფორმაცია გვაქვს. გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და ის ქართულ პასპორტს აიღებს, ამის შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშებს."
"რამდენიმე თვის წინ გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რის გამოც ის საქართველოში ჩავიდა. იქ ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა." - წერია სტატიაში.