უმძიმესი ინფორმაცია - 14 წლის ძიუდოისტი ცემით მოკლეს

22-02-2021, 23:19

ევროპული გამოცემები სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებენ.

თურქმენეთში 14 წლის ძიუდოისტი, სულეიმან ტურსუნბაევი ცემით მოკლეს. მიზეზი ერთ-ერთ ტურნირზე გამარჯვება გახლავთ.

მშობლების განცხადებით, მისი შვილი ტურნირის დამთავრებისთანავე გაიტაცეს და რამდენიმე დღის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

როგორც ცნობილია, სულეიმანმა უარი განაცხადა ერთ-ერთი სამხედრო სკოლის მოსწავლესთან მარცხზე. სწორედ ამის გამო მას სასტიკად გაუსწორდნენ.

თურქმენეთში ახალგაზრდა ძიუდოისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები იგეგმება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით