ფაბინიო საწვრთნელ პროცესს უბრუნდება

23-02-2021, 10:57

გავლენიანი ჟურნალისტის პოლ ჯოისის თქმით, "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევამრცველის ფაბინიოს რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

ჯოისის მტკიცებით, სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა სავარჯიშო დატვირთვა გაზარდა და ახლა იგი ჯეიმს მილნერთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მოედანს სწრაფად დაუბრუნდეს.

თუმცა, ამ ეტაპზე ფაბინიოს თამაში "შეფილდის" წინააღმდეგ მაინც საეჭვოა და მისი ბედი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.

ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ პრემიერ ლიგის აუთსაიდერის წინააღმდეგ "ლივერპულის" დაცვის ცენტრში ოზან კაბაკისა და ნათანიელ ფილიპსის დუეტს ვიხილავთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით