"ბარსელონა" ლენგლეს გაყიდვაზე ფიქრობს

23-02-2021, 12:01

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ "კადისთან" საკუთარ მოედანზე ფრე ითამაშა და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" მეტოქეს ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტის გამო დაუზავდნენ და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ხსენებული თერთმეტმეტრიანი კლემან ლენგლემ აიკიდა.

თუ Sport-ს დავუჯერებთ, ფრანგი უკანახაზელი ამჟამად ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ყველაფერი 2020 წლის 14 აგვისტოს, მიუნხენის "ბაიერნთან" წაგებული 8:2-ის შემდეგ დაიწყო. ამის მერე, ლენგლეს თავდაჯერება შეერყა და უამრავ მნიშვნელოვან მომენტში ბავშვური შეცდომა დაუშვა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ "ბარსას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა კლემანს მხარდაჭერა გამოუცხადა და მას გამოსაფხიზლებლად დროც მისცა, თუმცა ცენტრალურ მცველს არაფერი შველის.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ბარსელონამ" ზაფხულში ლენგლე ტრანსფერზეც დააყენოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით