AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია.
როგორც ირკვევა, ესპანელი ცენტრალური მცველი დაბრუნებას 13 მარტს, „ელჩეს“ წინააღმდეგ დაბრუნებას გეგმავს, რათა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის სრულიად მწყობრში იყოს. მას იტალიური გუნდის წინააღმდეგ მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან დაწყება სურს.
როგორც მოგეხსენებათ, კაპიტანმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც 4-6 კვირა უქმობს.