აგუერო გრანდების რადარზეა

23-02-2021, 21:07

"Calciomercato" -ს და "El Chiringuito" -ს ინფორმაციით, "ბარსელონა", "პსჟ", "იუვენტუსი" და "ინტერი" კუნ აგუეროთი ინტერესდება.

იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, "იუვე" კუნ აგუეროს და "მანჩესტერ სიტის" დაეკონტაქტა.

აგუეროს უკვე ნათამაშები აქ ესპანეთშიც და ინგლისშიც, ამჯერად მას ახალი გამოწვევის მიღება სურს.

არგენტინელს კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. "ბებერი სინიორა" მის გარშემო სიტუაციას აქტიურად აკვირდება. მათ ძალიან უნდათ ფეხბურთელის უფასოდ შეძენა.

აგუერო ოპტიმალურ ფორმაში არაა, მას ტრამვები აწუხებს და პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელმა ამ 5 მატჩიდან გოლის გატანა ვერც ერთ მატჩში ვერ მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით