"საქართველოში ამ მხრივ განადგურდები" . - უკრაინაში წიტაიშვილის გადაწყვეტილებაზე შეიშალნენ

24-02-2021, 20:27

უკრაინულმა გამოცემა Gazeta.ua-მ წიტაიშვილის გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესახებ, გააკრიტიკა და დაწერა, რომ ფეხბურთელი ამ ნაბიჯით მომავალს დაინგრევს.

"უკრაინულ პასპორტზე უარის თქმა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს წიტაიშვილისთვის. უკრაინაში ის გახდება ლეგიონერი და ლიმიტის ქვეშ მოხვდება. ამ შემთხვევაში მას დასჭირდება, რომ უკრაინული პასპორტის მქონე ფეხბურთელებზე ორი თავით მაღლა დადგომა. მთავარია, რომ ფეხბურთელი დაკარგავს უკრაინის ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობას. ჩვენი ეროვნული გუნდი საქართველოსგან განსხვავევბით ახლა კარგ მდგომარეობაშია. უკრაინა მუდმივად მონაწილეობს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ხოლო ქართველებს დამოუკიდებლობის შემდეგ ამ უთამაშიათ ამ დონის ტურნირში".

"ადგილობრივი ფეხბურთის დონე დაბალია, არ ჰყავთ ხარისხიანი ფეხბურთელები. ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის გიორგი ჩაკვეტაძე (მას "გენტის' ძირითადშიც არ აქვს მუდმივი ადგილი) და ხვიჩა კვარაცხელია რუსული "რუბინიდან". ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართველებს ახლო მომავალში დიდ ფორუმზე მონაწილეობის პერსპექტივა ჰქონდეთ. წარმატებული ნაკრების გარეშე წიტაიშვილს გაუჭირდება ევროპულ კლუბში გადასვლა. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე თამაშობენ ლეგიონერები თურქეთის ჩემპიონატიდან საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია, რაც წიტაიშვილს თამაშის გარანტიას არ მისცემს", -  წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით