ქეცბაია: "ყველაფერი დაიწვა, სიბნელეში ვართ და ამაზე როგორ ვისაუბრო"

25-02-2021, 23:48

ფამაგუსტას "ანორთოსისმა" კვიპროსის თასის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თემურ ქეცბაიას გუნდმა "კარმიოტისა" სტუმრად 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

აღნიშნული მატჩიშ შემდეგ თემურ ქეცბაიამ სერიოზული პრეტენზიები გამოთქვა.

"არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო. ქვეყანა, რომელმაც ამხელა წინსვლა განიცადა ფეხბურთში, მისმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს და ჩვენ სიბნელეში ვთამაშობთ".

"14-გუნდიან ჩემპიონატზე ვსაუბრობთ და ამ 14 გუნდს სათამაშო პირობები სჭირდება, რაც აქ არ არსებობს, არ გვაქვს. მთელი მეორე ტაიმის სიბნელეში ვითამაშეთ. დაცვა დაიწვა, განათების ბოძი დაიწვა, კვიპროსული ფეხბურთი დაიწვა, ყველაფერი დაიწვა. რომელ ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო?", - განაცხადა ქეცბაიამ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით