სანიოლი: "..მისთვის ნაკრებში მოხვედრა შეუძლებელი იქნება"

26-02-2021, 23:07

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში"  განაცხადა, რომ მის გუნდს დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა გაუჭირდება, ამიტომ ფეხბურთელები, რომლებიც უდისციპლინოები იქნებიან, გუნდიდან ამოვარდებიან.

"ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას ფეხბურთელებთან სამუშაოდ დიდი დრო არ გვაქვს. ამიტომ წარმატების მისაღწევად დისციპლინა აუცილებელია. მე დიქტატორის როლი არ მსურს. მაგრამ მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, ეროვნული გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან თუ არა. უდისციპლინო ფეხბურთელები კი გუნდიდან თავად ამოვარდებიან".

"როდესაც გუნდში მუშაობ, ფეხბურთელს უნდა დაეყრდნო, მას ენდო და მისი რწმენა გქონდეს. ვინც შესაბამისად არ მოიქცევა, მისთვის ნაკრებში მოხვედრა შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ქართულ მენტალიტეტს, მე მას ვერ შევაფასებ. რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ვარ და აქამდე ქართული მენტალიტეტი მაკმაყოფილებდა", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები 2021 წლის პირველ მატჩს 25 მარტს შვედეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით