ფანტასტიკურად კარგი სიახლე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

26-02-2021, 23:39

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ჯანმრთელადაა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

როგორც იცით, გიორგის დიდი დრო გაუცდა, მიმდინარე სეზონში "გენტში" მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმები აწუხებდა. ბოლოს ის მოედანზე 10 ოქტომბერს "ბეერსჰოტთან" მატჩში გამოჩნდა. მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა და გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფში ვერ დაეხმარა, მოედანზე სრულფასოვანი დაბრუნება კიდევ რამდენიმე თვით გადადო.

ხუთი თვის შემდეგ გიორგიმ მოახერხა ტრავმის მორჩენა, 15 თებერვალს კი "მუსკრონის" სარეზერვო გუნდთან ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა.

"გენტის" დუბლშემადგენლობამ 9:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების შემტევმა კი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვებით ემზადება და არაა გამორიცხული, 'ბრიუგესთან" შეხვედრაში "გენტის" რიგებში ვიხილოთ.

21 წლის ქართველი შემტევი, რომ უკვე ჯანმრთელადაა, ამას ბელგიური კლუბის გავრცელებული ვიდეომასალაც მეტყველებს. ეს მარტის მოახლოებულ სანაკრებო თამაშებამდე დამაიმედებელი ამბავია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით