კვარაცხელია: "ეს პრიზი ჩემზე მეტად მას ეკუთვნოდა"

1-03-2021, 20:12

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც "სპარტაკი" - "რუბინი" (0:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

ხვიჩამ განაცხადა, რომ პრიზი მის თანაგუნდელს, სერბ ჯორჯ დესპოტოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც დუბლი ხვიჩას საგოლე გადაცემის და დარტყმის შემდეგ შეასრულა.

"ვფიქრობ, ეს პრიზი ჩემზე მეტად დესპოტოვიჩს ეკუთვნოდა. მან "სპარტაკთან" ორი გოლი გაიტანა და ვფიქრობ, ის საუკეთესო ფეხბურთელია. რამე რომ იყოს, პრიზს მას მივცემ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით