ოფიციალური ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.
მჭედლიძის კარიერაში "დინამო ბათუმი" "დინამო თბილისის" შემდეგ მეორე ქართული გუნდი იქნება. თბილისელთა რიგებში ის 2019 წელს თამაშობდა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ "დინამო ბათუმის" კარში.
მჭედლიძის კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც "ემპოლისა" და "პალერმოს" ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 32 მატჩში 2 გოლია.
-
|
-
|