არველაძემ სახალისო ისტორია მოყვა: "ადრე ფულს ხელზე გვაძლევდნენ, ანგარიშზე არ შეიტანოთ, ხოდა.."

2-03-2021, 00:56

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, შოთა არველაძემ პირველი არხის გადაცემა "კაცებში" სტუმრობის დროს სახალისო ისტორია გაიხსენა.

"ადრე ფულს ხელზე გვაძლევდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ანგარიშზე შეტანა არ შეიძლებოდა."

"ჩავდეთ ეს ფული და წავიღეთ. უკანა გზაზე თავსხმა წვიმა მოგვიწია. გერმანიაში ყოფნის დროს გავცდით ჩასახვევს და ვეუბნები: "გააჩერე მანქანა. გავცდით ჩასახვევს."

"შემომიტრიალდა და მეუბნება: "გაწი თავი". უნდა რომ "ზადნით" იაროს, გერმანიაში, ავტობანზე, წვიმაში, 200-220-ით რომ მოძრაობენ მანქანები."

"გამიკვირდა, მაგრამ შემდეგი ჩასახვევი 40 კილომეტრში უწევდა. რომ ავწონ დავწონეთ მივხვდი, რომ სწორს იძახდა და წავედით უკან."

"ვიღაცამ ეტყობა გამოგვხედა, გაოცდა და არ ვიცი რა დაემართა, ამოუტრიალდა მანქანა. ატყდა პანიკა, გადაკეტეს ყველაფერი, შოკშია ის ადამიანი. დაუმაგრეს კისერი და ექიმი ეკითხება, რა მოხდაო."

"ამანაც უპასუხა: "ზადნით" მოდიანო". ექიმი გაგიჟდა: "რაებს იძახი, უეჭველად კომაშიაო. ავტობანზე უკუსვლა ვის გაუგიაო. დროზე წაიყვანეთო."

"ჩვენ ერთი 10 მეტრი კიდე გასავლელი გვქონდა, ველოდებოდით როდის დაიშლებოდნენ." - იხსენებს არველაძე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით