ბასტონის შეძენით "ბარსელონა" ინტერესდება

2-03-2021, 20:21

"ბარსელონა" მილანის "ინტერის" ნიჭიერი მცველით, ალესანდრო ბასტონით ინტერესდება, - იტყობინება Calciomercato.

21 წლის უკანახაზელი ბოლო ორი წლის მანძილზე "ნერაძურის" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

მიმდინარე სეზონში ალესანდროს უკვე 28 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობასაც უახლოვდება.

ბასტონის თამაშმა კატალონიიდანაც მიიქცია ყურადღება, რამეთუ, მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" დაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

მოსალოდნელია, რომ მილანები ახალგაზრდა იტალიელში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მოითხოვენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით