სუპერ ინფორმაცია, ბათუმის სტადიონს ძლიერი ინგლისის ნაკრები ეწვევა

2-03-2021, 21:13

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

მოგეხსენებათ, ეს ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში ტარდება. შესაბამისად, ხსენებული ქვეყნები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს არ ჩაატარებენ და მხოლოდ ამხანაგური მატჩებით შემოიფარგლებიან.

უკვე ცნობილია 3 მეტოქე, რომლებსაც ახალგაზრდა "ჯვაროსნები" მიმდინარე წელს შეხვდებიან,

29 მარტს გორში საქართველოს ნაკრები ბელაურსს დაუპირისპირდება. 7 სექტემბერს ჩვენი ბიჭები რუმინეთს ესტუმრებიან. 16 ნოემბერს კი ბათუმის ახალ სტადიონზე ნაკრები ინგლისს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც დექლან რაისი, მეისონ გრინვუდი კერტის ჯონსი და სხვები არიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით