არველაძე: "ნიკუშ, შენ თუ ამას არ გააკეთებ, საერთოდ არ გამცე ხმა"

2-03-2021, 23:46

სულ ცოტა ხნის წინ შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის ახალი ვერსია გამოვიდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "შევარდენის" ფეხბურთელმა, ნიკა ქორიძემ გამოცემა აჭარასპორტს საინტერესო ფოტო გაუზიარა, სადაც ნაჩვენებია თუ რა წარწერით აჩუქა 2009 წელს შოთამ იმ დროს 12 წლის ფეხბურთელს წიგნი.

"ნიკუშას შოთიკოსგან. თუ ფეხბურთს არ ითამაშებ, ხმა არ გამცე საერთოდ."

"აბა შენ იცი, შენი იმედი გვაქვს. გკოცნი ბევრს." - ასეთი წარწერა გაუკეთა ქართველმა ლეგენდამ საჩუქარს.

ქორიძე არვევლაძეების აკადემიის სტიპენდიანტი და აღზრდილი გახლავთ. ამჟამად ის მეორე ლიგის გუნდ "შევარდენის" ღირსებას იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით