უმძიმესი ინფორმაცია - საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

4-03-2021, 21:57

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, თენგიზ სიჭინავა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. უცნობია რა გახდა ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

სიჭინავა წლების მანძილზე იცავდა სოხუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსა" და სხვა ქართული კლუბების ღირსებას. მას ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

კარიერის დასრულების შემდეგ თენგიზ სიჭინავამ სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და უკანასკნელად ის "გაგრას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით