ყველა შანსი დაკარგულია. ჩაკვეტაძის დაბრუნება კი გადაიდო

4-03-2021, 22:36

3 მარტს ბელგიის თასის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "გენტი" "ეუპენს" ესტუმრა და ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

"ბუფალოების" განაცხადში გახლდათ გიორგი ჩაკვეტაძე, თუმცა, ქართველ ლეგიონერს სათამაშო დრო არ მისცემია.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ტრავმა ოქტომბერში მიიღო, რის შემდეგაც ის ვერ ახერხებს დაბრუნებას. სავარაუდოდ, მას ბელგიის იუპიერლიგის მომდევნო ტურში ვიხილავთ.

სამწუხაროდ, "გენტს" მიმდინარე სეზონში საქმეები კარგად ვერ მისდის. თასიდან გამოვარდნის გარდა გუნდი იუპიერლიგაშიც ცუდად გამოიყურება და გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-12 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით